« Back – ონლაინ კურსი "შესავალი მედიაწიგნიერებაში"

Print Version
ონლაინ კურსი

გთავაზობთ ონლაინ კურსს “შესავალი მედიაწიგნიერებაში”, რომელც შემუშავებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტების მიერ.

ბოლო ხანებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის მნიშვნელობა საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის თვალსაჩინო გახდა. საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მიზნით, რუსეთის მედიასაშუალებები მრავალ დეზინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი არხებით, უამრავი ორგანიზაცია ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს მის მიერ მომზადებული პროდუქტის სარგებლიანობასა და ხარისხში, სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს გააძლიეროს ადამიანის ღირსების შემლახავი იდეები. ვრცელია იმ თემების ნუსხა, რომლებიც ნეგატიურად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებებს. ამ მხრივ მთავარი ძალა მედიაწიგნიერების კომპეტენციაა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა კურსი, რომელშიც მონაწილეობა საინტერესო იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. კურსის ფორმატი კი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გაწევრიანდეს პლატფორმაზე და უფასოდ გახდეს მონაწილე.

პირველ ათ მონაწილეს, რომელიც წარმატებით გაივლის კურსს და მიიღებს სერტიფიკატს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გადასცემს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს.

კურსი შემუშავდა ,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ ფარგლებში.

კურსზე გასაწევრიანებლად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2LLPoSp