« Back – სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი

Print Version
სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი

კვლევის ჩატარება მისი განმახორციელებლისგან მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარს. აღნიშნული უნარები საჭიროა იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს მის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი მოიცავს როგორც სამოქმედო კვლევის თეორიული საფუძვლების შესწავლას, აგრეთვე კონსულტაციებს კვლევის მიმდინარეობისას.

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითრების ხელშეწყობა, კერძოდ:

  • მონაწილეები გაეცნობიან სამოქმედო კვლევის არსსა და მნიშვნელობას;
  • შეისწავლიან სამოქმედო კვლევის სტრუქტურასა და მიმდინარეობას;
  • გაეცნობიან კვლევის ინსტრუმენტებს და შეძლებენ პრაქტიკაში მათ გამოყენებას;
  • შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეძლებენ დასკვნების გამოტანას;
  • შეისწავლიან ინტერვენციების დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას;
  • შეძლებენ კვლევის ანგრაშის მომზადებას.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, მასწავლებლის მიერ სამოქმედო კვლევის (პრაქტიკული კვლევა) ჩატარების შემთხვევაში მას მიენიჭება კრედიტ-ქულა, რაც აისახება მის კარიერულ წინსვლაზე.

სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დისტანციურ სწავლებას. პირისპირ შეხვედრების დროს მსმენელები მოისმენენ ლექციებს კვლევის მიმდინარეობასა და მისი ეტაპების შესახებ. გაიმართება დისკუსიები, ტრენინგის მონაწილეები ადგილზევე შეასრულებენ სავარჯიშოებს, მწვრთნელებისგან მიიღებენ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს.

დისტანციური სწავლების დროს მსმენელები შეასრულებენ დავალებებს, მიიღებენ მწვრთნელებისგან უკუკავშრს, გაიმართება ფორუმები, სადაც მსმენელები შეძლებენ ურთიერთშეფასებას და გამოცდილების გაზიარებას.

კურსს გაუძღვებიან დავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი და ეკა ქუთათელაძე.

კურსის ღირებულებაა 200 ლარი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://goo.gl/GuzdyP