« Back – პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, გორი

Print Version
პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, გორი

2017 წლის 11 დეკემბერს, გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“, გაიმართა სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა და ასევე წარმოდგენილი იქნა შიდა ქართლში მიმდინარე ადვოკატირების საქმიანობები. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც კრიტიკულადაა გაანალიზებული სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკა და პრაქტიკა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბოლო ორი წელია მხარს უჭერს სკოლებისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს განხორციელებული საქმიანობები, მათი ხედვები საზოგადოების როლზე უკეთესი საგანამანათლებლო სისტემის შექმნის მიზნით, ასევე რაიონში შექმნილი სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ორგანიზაციებმა თავიანთი პროექტებით მხარი დაუჭირეს წიგნის პროპაგანდასა და სპორტის პოპულარიზებას, ასევე ახალგაზრდების ჩართულობას მსგავს პროცესებში.
სიმონ ჯანაშიამ საზოგადოებას წარუდგინა პორტალი www.ganatldi.ge, რომელიც სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს საზოგადოებას გააცნონ საკუთარი საგანამანათლებლო თუ სხვა სახის სასწავლო კურსის შესახებ და ასევე იპოვონ პარტნიორები, რომლებთან ერთადაც განახორციელებენ სხვადასხვა საქმიანობებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამთავრობო პირები.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერება მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ SYNCS-ის ფარგლებში.